ავია საშუალებებით გასეირნება
სერვისაირი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, იმოგაზაუროთ საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში, ყველაზე კომფრორტული გზით და ამავდროულად დაზოგოთ დრო.
ექსკლუზიურ სერვისს გთავაზობთ გამომდინარე იქიდან, რომ ვფლობთ კერძო აეროდრომს, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს:
- თვითმფრინავი სესნა 172,
- თვითმფრინავი სესნა 182,
- თვითმფრინავი ბეკას X32,
- ვერტმფრენი MI-8T
- ვერტმფრენი აგუსტა 109E.
ხშირად დასმული შეკითხვები
უსაფრთხოა თუ არა ფრენა?
ჩვენი თვითმფრინავით ან ვერტმფრნით ფრენა ბევრად უფრო უსაფრთხოა ვიდრე თქვენი სახლიდან აეროდრომამდე ავტო ტრანსპორტით გადაადგილება.
რა დროს მოიცავს ფრენის ხანგრძლივობა?
მინიმუალური ფრენის ხანგრძლივობა 10 წუთია მაქსიმალური 3 საათი.
რა დროს სრულდება ფრენა?
ჩვენ დავფრინავთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მშვიდი ამინდის პირობებში.
სად ვიფრენთ?
მცხეთა, გორი, თელავი, მესტია, შატილი, ბათუმი, სულ რაღაც რამოდენიმე წუთში ჩვენი თვითმფრინავებით თქვენ შეგიძლიათ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დაათვალიეროთ სვეტიცხოველი, ჯვარი, ანანური, უფლისციხე, ალავერდი, გრემი.............. თქვენ გარანტირებული გაქვთ კომფორტი, სისწრაფე, და 360 გრადუსიანი პანორამა.
ჩვენი კერძო ვერტმფრენი დაგსვამთ ნებისმიერ ადგილას თქვნი სურვილისმაბერ, მთის მწვერვალზეც კი.
თვითმფრინავით კი შესაძლებელია ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, მესტიის, შირაქის აეროდრომებზე დაჯდომა.
რამდენი ადამიანის გადაადგილებაა შესაძლებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით?
დამოკიდებულია, იმაზე თუ რომელ ავია სატრანსპორტო საშუალებას აირჩევთ :
- სესნა 172- პილოტი და 3 მგზავრი
- სესნა 182- პილოტი და 3 მგზავრი
- ბეკასი- პილოტი და 1 მგზავრი
- ვერტმფრენი MI-8T – 16 მგზავრი
- აგუსტა 109E ვიპ ტაქსი – 6 მგზავრი
არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი?
ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. Nნებისმიერ მსურველს შეუძლია იფრინოს ჩვენი ავია სატრანსპორტო საშუალებებით.
გაქვთ თუ არა დაზღვევა და ლიცენზია?
ყველა ჩვენი ავია სატრანსპორტო საშუალება ლიცენზირებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის მიერ. Pპილოტებს აქვთ ფრენის საერთაშორისო ლიცენზია. ყველა ჩვენი მგზავრი, პილოტი და ავია საშუალება დაზღვეულია.
კიდევ რა მომსახურებას გვთავაზობთ?
- ვერტმფრენის და თვითმფრინავის მომსახურებასთან ერთად შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული ტურისტული პაკეტი- ერთდღიანი, ორდღიანი, ან თუნდაც თქვენი მოთხოვნებისა და ინტერესებიდან გამომდინარე შედგენილი ტური.
- ასევე გთავაზობთ ფრენის ტურს- საშუალება გეძლევათ დატკბეთ საქართველოს ულამაზესი ხედებით ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან და სურვილის შემთხვევაში თავადაც მართოთ თვითმფრინავი.
ფრენის გაუქმება
მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენის გადადების შემთხვევაში ჩვენ ვუბრუნებთ კლიენტს მიღებულ თანხას. კლიენტს აქვს უფლება თავისმხრივ უარი განაცხადოს ფრენაზე 24 საათით ადრე. ამ შემთხვევში მას თანხა მთლიანად უბრუნდება. კლიენტის განცხადება ფრენის გადადების შესახებ მიღებული გაფრენამდე 24 საათზე ნაკლებ დროში მიღებული არ იქნება და თანხა არ ანაზღაურდება.
რა ღირს ფრენა?
მგზავრთა რაოდენობის შემცირებით ან გაზრდით ფრენის ღირებულება არ იცვლება.
- სესნა 172- პილოტი და 3 მგზავრი- საათი ფრენა 250 EUR
- სესნა 182- პილოტი და 1 მგზავრი- საათი ფრენა 250 EUR
- ბეკასი- პილოტი და 1 მგზავრი- საათი ფრენა 200 EUR
- ვერტმფრენი MI-8T –16 მგზავრი- საათი ფრენა 2 000 EUR
- აგუსტა 109E ვიპ ტაქსი – 6 მგზავრი- საათი ფრენა 1 500 EUR
დ.ღ.გ. -ს ჩათვლით.
როგორ გავაკეთოთ შეკვეთა?
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით info@vanillasky.ge
ან ტელეფონით +99532 429 429/ 428 428