კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სქესისა და რასისა, თუ ის მიზნად ისახავს მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ავიაციის განვითარებას.
მფრინავი პერსონალი: პირები, რომლებმაც გაიარეს საფრენოსნო მომზადება და აქვთ მიმდინარე პილოტის ლიცენზია.
ხმელეთზე უზრუნველყოფის სამსახური: პირები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და აქვთ მიმდინარე ტექნიკოსის მოქმედი ლიცენზია და სხვა სპეციალობა, რაც კლუბისთვის საჭიროა.