პილოტებისა და ტექნიკოსების სკოლა (ავიაცია)
შპს. "სერვისეირ"-ის სასწავლო საავიაციო ცენტრი ამზადებს თვითმფრინავისა და ვერტმფრენის, პილოტებსა და ტექნიკოსებს. ჩვენი ინსტრუქტორები იყენებენ სწავლების ამერიკულ პროგრამებს და სტანდარტებს.
პირველივე გაკვეთილი იწყება მოკლე ბრიფინგით და გრძელდება ჰაერში თვითმფრინავის გაცნობით. ამის შემდეგ თვითონ მიიღებთ გადაწყვეტილებას, თვითონ შეარჩევთ თვითმფრინავსაც და ინსტრუქტორსაც, საწავლო პროგრამები ინდივიდუალურია.
გექნებათ ლიტერატურის და კომპიუტერული პროგრამების ფართო არჩევანი. სასწავლო კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან. მეცადინეობები მიმდინარეობს შპს "სერვისეირის" კუთვნილ აეროდრომზე განთავსებულ ბაზაზე.
მომზადების კურსი მოიცავს დაახლოებით ორ- სამ თვეს (დამოკიდებულია საფრენ ამინდზე).
სწავლის დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ კურსანტები იღებენ პილოტის საერთაშორისო მოწმობას.
პილოტების მომზადებისა და ფრენის პროგრამა:
თეორიული მომზადება
1 თემა: საჰაერო სამართალი;
2 თემა: აერონავიგაცია;
3 თემა: საავიაციო მეტეოროლოგია;
4 თემა: საფრენი აპარატის ფრენის თეორია;
5 თემა: საფრენი აპარატის კონსტრუქცია და ტექნიკური მომსახურება;
6 თემა: ხელსაწყოების აღჭურვილობა, ექსპლუატაციის წესები;
7 თემა: რადიოაღჭურვილობა, რადიოკავშირის წესები;
8 თემა: ფრენისას განსაკუთრებული შემთხვევები, მოქმედება ავარიული ვითარებისას;
9 თემა: საავიაციო უსაფრთხოება.
10 თემა: ფრენების ორგანიზებისას ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის დოკუმენტაციის წარმოების წესები;
11 თემა: ტექნიკური უსაფრთხოება და პირველადი სამედიცინო დახმარება.
საფრენოსნო და ტექნიკური პრაქტიკა
ზოგადი პროგრამა
1 ნაწილი: სახმელეთო მომზადება
2 ნაწილი: საჰაერო მომზადება
3 ნაწილი: რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის პრაქტიკული მეცადინეობები