პილოტებისა და ტექნიკოსების სკოლა (საჰაერო ბურთი)
ჰპკ-ის სასწავლო საავიაციო ცენტრი ამზადებს თბოაეროსტატების პილოტებსა და ტექნიკოსებს. სასწავლო კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან. კურსანტები სწავლას იწყებენ მხოლოდ საფრენოსნო სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმების შემდეგ.
მეცადინეობები მიმდინარეობს საქართველოს საავიაციო ინსტიტუტის ბაზაზე.
მომზადების კურსი მოიცავს დაახლოებით ორ თვეს (დამოკიდებულია საფრენ ამინდზე).
სწავლის დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ კურსანტები იღებენ პილოტის სახელმწიფო მოწმობას, რომელიც უფლებას აძლევთ, მართონ თბოაეროსტატიროგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე საზღვარგარეთ. იღებენ თბოაეროსტატების მომსახურებისა და რემონტის ტექნიკოსის მოწმობას.
თბოაეროსტატების პილოტების მომზადებისა და ფრენის პროგრამა:
თეორიული მომზადება
1 თემა: საჰაერო სამართალი;
2 თემა: აერონავიგაცია;
3 თემა: საავიაციო მეტეოროლოგია;
4 თემა: აეროსტატიკური საფრენი აპარატის ფრენის თეორია;
5 თემა: თბოაეროსტატების კონსტრუქცია და ტექნიკური მომსახურება;
6 თემა: ხელსაწყოების აღჭურვილობა, ექსპლუატაციის წესები;
7 თემა: რადიოაღჭურვილობა, რადიოკავშირის წესები;
8 თემა: გაზის აღჭურვილობა, ექსპლუატაციის წესები;
9 თემა: ფრენისას განსაკუთრებული შემთხვევები, მოქმედება ავარიული ვითარებისას;
10 თემა: საავიაციო უსაფრთხოება. საჰაერო ხომალდების დაცვა, ფრენებისას ავარიულ-სამაშველო და სამძებრო სამუშოები;
11 თემა: ფრენების ორგანიზებისას ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის დოკუმენტაციის წარმოების წესები;
12 თემა: ტექნიკური უსაფრთხოება და პირველადი სამედიცინო დახმარება.
საფრენოსნო და ტექნიკური პრაქტიკა
ზოგადი პროგრამა
1 ნაწილი: სახმელეთო მომზადება
2 ნაწილი: საჰაერო მომზადება
3 ნაწილი: რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის პრაქტიკული მეცადინეობები
ავიაციის სპეციალისტებისათვის თბოაეროსტატების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების მომზადების პროგრამა.
თეორიული მომზადება
1 თემა: ტექნიკური მოსმახურებისა და რემონტის ორგანიზების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა;
2 თემა: თბოაეროსტატების კონსტრუქცია და ტექნიკური ექსპლუატაცია;
3 თემა: გაზის აღჭურვილობა, ექსპლუატაციის წესები;
4 თემა: ხელსაწყოების აღჭურვილობა, ექსპლუატაციის წესები
5 თემა: რადიოაღჭურვილობა, რადიოკავშირის წესები
6 თემა: საავიაციო უსაფრთხოება. საჰაერო ხომალდების დაცვა, ფრენებისას ავარიულ-სამაშველო და სამძებრო სამუშოები
7 თემა: ფრენების ორგანიზებისას, აგრეთვე, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისას დოკუმენტაციის წარმოების წესები
8 თემა: ტექნიკური უსაფრთხოება და პირველადი სამედიცინო დახმარება
პრაქტიკული მეცადინეობა
1 თემა: ზოგადი მომზადება
2 თემა: რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის პრაქტიკული მეცადინეობები